პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა, მას დაზიანებები სახის არეში ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა, პეკინის გამზირზე ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. ქალი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.