პეკინზე დაჭრილი ოთხი წლის ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმების ინფორმაციით, მცირეწლოვანს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. როგორც მკურნალმა ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა და ჭრილობები გაიკერა, დამატებითი ქირურგიული ჩარევა საჭირო არ ყოფილა.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე ქალი მცირეწლოვან ბავშვს მიეჭრა და ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობები მიაყენა. გავრცელებულ ვიდეობში ჩანს, რომ თავდამსხმელმა მეორე ბავშვის დაშავებაც სცადა.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.