პენსიაზე ნაადრევი გასვლა ჯანმრთელობისთვის საშიშია

პენსიაზე ადრეულმა გასვლამ შესაძლოა კოგნიტიური დეგენრაციის პროცესები დააჩქაროს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნიუ იორკის შტატის ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარები.

კვლევის ავტორებმა, ეკონომიკის პროფესორმა პლამენ ნიკოლოვმა და ასპირანტმა ალან ედელმანმა ჩინეთში სოფლის პენსიის ახალი სისტემის დანერგვისას მიღებული მონაცემები გააანალიზეს. მეცნიერებს უნდოდათ გაერკვიათ, როგორ მოქმედებს პენსიაზე გასვლა 60 წელს გადაცილებული ადამიანების კოგნიტიურ უნარებზე.

ცხოვრების ხანგრძლივობის ზრდისა და შობადობის შემცირების გამო აზიისა და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში სწრაფად იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის პროცენტული წილი. ეს საპენსიო სისტემის რეფორმირების გარდაუვალობას იწვევს. თუმცა ახალი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალი საპენსიო სქემების შემოღებამ შეიძლება ხანდაზმული ადამიანების კოგნიტიური დეგენერაცია დააჩქაროს.

“პირველად ჩინეთის ისტორიაში გამოჩნდა საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა სოფლის მოსახლეობისთვის. მისი მიზანია ხანდაზმულ ადამიანებში სიღარიბის შემცირება – წერს ნიკოლოვი– სოფლის მოსახლეობაში ტრადიციული ოჯახური მხარდაჭერა ხანდაზმულებისთვის აღარ მოქმედებს, სახელმწიფო პენსია კი ასეთ ადამიანებს ადრე არ ენიშნებოდა.“
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ საპენსიო ანაზღაურებამ, რომელიც სოფლის ხანდაზმულ მაცხოვრებლებს დაენიშნათ, არსებითად გააუარესა მათი კოგნიტიური ფუნქციები – 10 წლის მანძილზე საშუალოდ 20 %–ით საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ასეთი გაუარესების ყველაზე ნათელი მაჩვენებელი გახდა ის, რომ ხანდაზმულ ადამიანებს მეტი დრო სჭირდებოდათ ამა თუ იმ ინფორმაციის გასახსენებლად. ეს ფაქტორი უმნშვნელოვანესია ხანდაზმულობისას სკლეროზის პროგნოზირებისთვის. ქალები საპენსიო რეფორმისგან უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე მამაკაცები. მათ განსაკუთრებით მოკლევადიანი მეხსიერება გაუუარესდათ.

მსგავსი მონაცემები მიიღეს მეცნიერებმა აშშ–ს, ბრიტანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების საპენსიო პროგრამების ანალიზის შედეგად.