პენტაგონის მეთაურმა ტრამპი რუსული საფრთხის შესახებ გააფრთხილა

{{ARTICLEIMAGE}}

პენტაგონის მეთაურმა, ჯეიმს მეტისმა გადადგომის შესახებ თავის წერილში ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსული და ჩინური საფრთხეების ზრდის შესახებ გააფრთხილა. წერილის სრული ტექსტი  The Guardian–მა გამოაქვეყნა.


“დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობებისას, ვისი სტრატეგიული ინტერესები სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება ჩვენსას. აშკარაა, რომ ჩინეთსა და რუსეთს უნდათ მსოფლიო მათი ავტორიტარული მისწრაფებების შესაბამისად გადააკეთონ და სხვა ქვეყნებზე გავლენა გაზარდონ, რათა საკუთარი მეზობლების,  აშშს და მისი პარტნიორების ხარჯზე მოგება მიიღონ“ წერს ჯეიმს მეტისი.

მეტისი  ხაზს უსვამს, რომ  აუცილებელია მოკავშირეებს პატივისცემით ექცეოდე და საღი გონებით შეხედო საერთაშორისო ურთიერთობებში უზნეო მოთამაშეებსა და სტრატეგიულ კონკურენტებს, რომლებიც უკვე ოთხი ათწლეულია ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. პენტაგონის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ–მ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსოფლიო წესრიგის განვითარებისთვის, რომელიც უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისა და ამერიკელი ხალხის ფასეულობების შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

წერილის გამოქვეყნებამდე ცნობილი გახდა, რომ მეტისმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ის პოსტს 2019 წლის 28 თებერვალს დატოვებს. ტრამპისადმი გაგზავნილ წერილში ის ამტკიცებს, რომ გულდასმით მოამზადებს უფლებამოსილებების გადაცემას თავისი მემკვიდრისთვის, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.