უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პროკურატურაშია დაბარებული.პოროშენკოს სავარაუდოდ, 7 მაისს დაჰკითხავენ.
როგორც უკრაინის გენერალურ პროკრატურაში განაცხადეს, პოროშენკოს დაკითხვა ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში სურთ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოროშენკოს გენერალურ პროკურატურაში იბარებენ.
2016 წლის ნოემბერში უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩვენება ამ საქმეზე მისცა, თუმცა მას დაკითხვის პროტოკოლისთვის ხელი არ მოუწერია.