პეტრო პოროშენკო პროკურატურაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო   პროკურატურაში გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. პროკურატურაში პოროშენკო მოწმის სტატუსით მაიდნის საქმეზე დაიბარეს.

უკრაინული  მედიის ინფორმაციით,პოროშენკოს  გენერალური პროკურატურა გამოუცხადებლობასთან  დაკავშირებით არ გაუფრთხილებია.

პოროშენკო პროკურატურაში პირველად 2016 წელს დაკითხეს. მისი დაკითხვა ვიდეოზარით მოხდა, მას დაკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია.