პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება, -ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
“საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც…პიკეტირება ესაა ამ ადამიანების პოლიტიკის გამოხატულება, მონაწილეობა მიაღებინონ ხალხს ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც მთავარია, უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.