პიკეტირების ასაცილებლად, დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე მივიდნენ

პიკეტირების ასაცილებალდ, დღეს დეპუტატებს დილას ადრე გაღვიძება მოუწიათ. უმრავლესობის წევრები  პარლამენტში სავარაუდოდ, დილის 8 საათისთვის მივიდნენ.  დაჩი ბერაიას განცხადებით, პარლამენტში ადრე უმრავლესობის სხდომაზე მივიდნენ.

„მოვედი სამსახურში ადრე, უმრავლესობის შეხვედრა გვქონდა, ახლა მივდივარ კომიტეტის სხდომაზე“- განმარტა  დაჩი ბერაიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების გეგმები შესაბამისად შეიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებენ ისინი.

12 საათზე საკანონმდებლო ორგანოში სესია უნდა დაიწყოს, მანამდე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა დანიშნული.