აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირად ანგარიშსწორებად შეაფასა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა, ხუთკაციან ბორდში სულ 3 წევრია საჭირო ნათია კაპანაძის გადასაყენებლად.
ომბუდსმენის შეფასებით, კაპანაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პირადი ანგარიშსწორების შესახებ ეჭვებს აჩენს, იმ ფონზე როცა კაპანაძეს უფლებამოსილება რამდენიმე თვეში ეწურება.
ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტის მოთხოვნის უკან სხვა ინტერესები იკვეთებოდეს.