ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ ვრცელდება.
ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელმა გოჩა გორგაძემ გუშინ ღამე მიიღო.
მომხდარის შესახებ ადრესატმა სამართალდამცველ უწყებას შეატყობინა.
“ჩემს ფეისბუქზე გვერდზე ვნახულობდი კადრებს, ახლა ამომიხტა ლინკი, რომ მიიღე ვიდეოო. ინსტიქტურად გავხსენი, რომ გავხსენი დავინახე საწოლი და ქალის სახე. მივხვდი რაშიც იყო საქმე, დამაწერინეს განცხადება,ჩაიბარეს და გადააგზავნიან კრიმინალურ პოლიციაში,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელი გოჩა გორგაძე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ადრესატებს გამიზნულად ეგზავნებათ.














