“პირადი კონტაქტებით არ მისარგებლია”-ლევან ჯიბღაშვილი თავისუფალია

“ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით”-განაცხადა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ლევან ჯიბღაშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის სახელს,  ჯიბღაშვილმა უპასუხა, რომ ის თავის იურისტ  კახა ასლანიშვილთან დარეკვას ითხოვდა.მან  უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ  დაკავების მომენტში კახა კალაძესთან დარეკვასაც ითხოვდა.

„ჩემთან ერთად გადაღებულ ძალიან ბევრი ადამიანი ფოტოს ნახავთ გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან და არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით. ეს იცის აბსოლუტურად ყველამ. ჩემმა წრემ და ძალიან ბევრმა ჟურნალისტმაც. მით უმეტეს მაშინ, როცა მე მომივიდა ასეთი შეცდომა, ,მით უმეტეს ამ მომენტში, არ ვისარგებლებდი არც ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენი პიროვნებებით. კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. “, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით ედება , რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო გშეუფარდა.