პირდაპირაა აღნიშნული, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და პროკურატურა არის მიკერძოებული- რომან გოცირიძე

“პირდაპირაა აღნიშნული, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და პროკურატურა არის მიკერძოებული, გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის”, – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

გოცირიძის თქმით, დეპარტამენტის განცხადება “საკმაოდ მძიმე ფორმით” მოწოდებაა ქართული ოცნებისთვის და მასში ,ფაქტობრივად, აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და მოქმედებს “პოლიციური რეჟიმი”.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს პროკურატურისა და სამასამართლოს მიუკერძოებლობა.

,,დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან”, – წერია
დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში.