მამაკაცი, რომელიც დალი ჩიტალაძის შვილის, ვახო სუთიძის დაჭრაშია ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული პირი, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს.
გამოძიების ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვახო სუთიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სუთიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.
დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.













