პიროტექნიკის გამოყენების შედეგად იაშვილის კლინიკაში 8 ბავშვი მოხვდა, რომელთაგან შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა

ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია. 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული. სამედიცინო დაწესებულებიდან ამ დროისთვის 8 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გაეწერა. პაციენტები, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, კვლავ კლინიკაში რჩებიან.