პიროტექნიკით 8 არასრულწლოვანი დაშავდა, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, 8 ბავშვი დაშავდა. ყველა მათგანს კიდურები აქვს დაზიანებული.

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

7 არასრულწლოვანი ქირურგიული ჩარევის შემდეგ მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი კლინიკიდან უკვე გაეწერა.