პიროტექნიკით დაშავებულთაგან თითების ამპუტაცია სამ ბავშვს დასჭირდა

{{ARTICLEIMAGE}}
იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვს, რომელიც ბათუმიდან ჩამოიყვანეს, თითების ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში თითების ამპუტაცია სულ 3 ბავშვს დასჭირდა.

“ალბათ ვადაგასული იყო – მოწყობილობა 5 ლარად შევიძინე – როგორც წესი, ხელი მოვკიდე, მერე ბავშვს დავუძახე – რომ მოვუკიდეთ, აუფეთქდა… ღმერთს ვევედრებით, გადარჩეს და მერე ხელს ეშველება – სილიკონს გავუკეთებთ”,ამბობს ერთ-ერთი დაშავებულის მამა. 

ექიმების ინფორმაციით სტაციონარში ამჟამად 16 პაციენტია მოთავსებული.