“პირველი არხის” გადამღებ ჯგუფს ლილოს დასახლებაში ამბის გაშუქებისას კამერა მოპარეს.მაუწყებლის განცხადებით, ტერიტორიიდან გადამღები ჯგუფი ხანძრის შედეგებს აშუქებდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ქურდობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, კუთვნილი ვიდეოკამერა კი ტელევიზიას უკვე დაუბრუნდა.
“მიმდებარე პერიმეტრზე ამ დროს სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. მათ ა.ო. ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს” – აცხადებენ “საზოგადოებრივ მაუწყებელში”.