პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე- სააკაშვილი ბრალდებებს პასუხობს

ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება. სიუჟეტში საუბარია, რომ სააკაშვილს უკრაინაში საბიუჯეტო თანხების და ქონების მითვისებას ედავებიან.

“მე სახლები მარტო მაიამიში, მონაკოში და იტალიაში კი არ მაქვს, არამედ მეკუთვნის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 49% და ახლა პირველი ადამიანი ვარ, ვინც ბაითს იშენებს მარსზე. ივანიშვილის მონებო თქვენ ნამდვილად არსებულ სახლებში უკვე ბოლომდე ჩაგისხეს წყალი თუ როგორაა თქვენი საქმე. ბინძური მოშეს მადლი შეგეწიოთ და ვაი თქვენს პატრონს!”-წერს სააკაშვილი.