პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილს გია ვოლსკი შეცვლის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილს გია ვოლსკი შეცვლის. ეს გადაწყვეტილება  დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ,  14 ნოემბერს თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობა  დატოვა, მას შემდეგ  რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდა. ჩუგოშვილის გარდა  უმრავლესობა კიდევ 11-მა დეპუტატმა დატოვა.