პოლიციამ გიგი უგულავა დააკავა

რამდენიმე წუთის წინ გიგი უგულავა პოლიციამ დააკავა და მანქანაში ჩასვა. უცნობია, “ევროპული საქართველოს” ლიდერი დააკავეს, თუ სიტუაციას განარიდეს. 

დაკავების პარალელურად საჯარო ბიბლიოთეკაში  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მივიდა, წულუკიანის შესვლისას მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც ტერიტორიიდან გიგი უგულავა გაიყვანეს.

აქციაზე სიტუაცია დაძაბულია.