ტელეკომპანია რუსთავი 2 კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები ერთ-ერთ დაკავებულს ავტოფარეხის სახურავიდან აგდებენ.
ტელეკომპანიის ცნობით, კადრები 21 ივნისს ნიკოლაძის ქუჩაზე თვითმხილველმა გადაიღო. კადრებში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩანან და ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავარ პროკურატურასაც აქვს და საქმეში მტკიცებულებად დევს.