“პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს”- მამუკა ბახტაძე განცხადებას აკეთებს

საგანგებო განცხადებას გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ის რაც დღეს მთელი დღის გამავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკურ და სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს.

მამუკა ბახტაძის თქმით, პარლამენტზე და პოლიციელებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული, რევანშისტული ძალები.

მისი თქმით, პასუხს მოსთხოვენ გუნდის იმ წევრებს, რომლებმაც შექმნეს კრიტიკული ვითარება, ბახტაძის თქმით, გაატარებენ სამართლებრივ ზომებს დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ.

“ის რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა პოლიტიკური და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული შეცდომების გამო,ჩვენმა გუნდმა აღკვეთა – შეწყდა ფორუმი, რუსმა დეპუტატებმა დატოვეს თბილისი.

იმავდროულად, შვიდი საათის შემდეგ, რუსთაველზე, ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. მათ შტურმი მიიტანეს პარლამენტის შენობაზე და ყველამ იხილა, როგორ იძალადეს პოლიციელებზე.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენი მიზანია ვითარების დეესკალაცია, “-განაცხადა პრემიერმა.