“პოლიცია არ იგვიანებს არსად” – გახარია ზუგდიდის ინციდენტზე

“პოლიცია არ იგვიანებს არსად”- შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის ლიდერების ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც ამბობენ, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ ადგილზე მისვლა დაიგვიანა.

“პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად გავერკვევი და წერილობით მოგახსენებთ, დააგვიანა თუ არა,”-განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლის პარკში სანდრა რულოვსის ინტერვიუს დროს ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. რულოვსი ინტერვიუს ტელეკომპანია “ოდიშს” აძლევდა, როდესაც უცნობი პირები გამოჩნდნენ და მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლოდ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.