პოლიციამ დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც სიძე ნაჯახით მოკლა.
მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სამტრედიიდან სტუმრად ჩასულ სიძეს 23 წლის ცოლის ძმამ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს უთხრა, რომ დაჭრილი იყო და მიიმალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.