პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ვასაძის მხარდამჭერები გაიყვანა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ლევან ვასაძის მხარდამჭერები გაიყვანეს. ტერიტორია პოლიციამ ვასაძის მხარდამჭერთა  აქციის თითქმის ყველა მონაწილეს დაატოვებინა.

ვასაძის მხარდამჭერებმა ამის გამო უკმაყოფილება  გამოთქვეს. 

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ყველას დაატოვებინეს, მათ შორის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რომლებიც უკვე 18 დღეა შიმშილობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის კორდონი დგას.