„მონებო” და „შეცვალე”- ასე სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისთან. მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
ამის გამო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც საბოლოოდ აქციის 3 მონაწილის დაკავებით დასრულდა.
შეგახსენებთ, მოძრაობა „შეცვალეს” წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება.