პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული ბავშვი იპოვა

პოლიციამ ზაჰესის დასახლებაში დაკარგული მცირეწლოვანი  ბავშვი იპოვა. სამართალდამცველების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვს ოჯახი და პოლიცია დღეს დილის 9 საათიდან ეძებდნენ. როგორც ბავშვის დედა ყვება, შვილებთან ერთად მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვი გაექცა და მოულოდნელად გაუჩინარდა.