“პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ ასე არ ხდება”, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.
“იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ ასე არ ხდება”, განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ რომ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე გამოსული მომიტინგეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ათეულობით ადამიანი.