პოლიციის განყოფილებებში ფიზიკური ძალადობა 2-ჯერ გაიზარდა-სახალხო დამცველის ანგარიში

დაკავების შემდეგ დროებით იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე დაზიანების მიღების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია – ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

“დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაზიანების მიღების დროის საკითხს, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული
დაზიანებების მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65
შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს – 116 შემთხვევა.” აღნიშნულია  ანგარიშში.

განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობა ანგარიშის მიხედვით,  აჭარაშია, სადაც  2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40%  სწორედ აჭარის რეგიონში გვხდება.

„ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული.”

“საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული,“-ნათქვამია ანგარიშში.