ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, ღამით სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” მაღაზია დააყაჩაღეს, რომელიც პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. არსებული ინფორმაციით “სპარში” რამდენიმე პირი შეიჭრა და დააყაჩაღა. სუპერმარკეტს 800 ლარის ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება წაღებულია 800 ლარის ღირებულების პროდუქტი თუ თანხა. ყაჩაღობის ფაქტი ისე მოხდა, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პოლიციას ამის შესახებ არ გაუგია. შსს–ში აცხადებენ, რომ “სპარში” მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.