„როდის გაგიწიეთ წინააღმდეგობა? ეს მანქანა გზაში გაფუჭდა და ჩემი ორი ფეხით მივედი სამმართველოში“, – ასე მიმართა გიგა მაქარაშვილმა სასამართლოში პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დაკავებულების წინააღმდეგ მოწმედ არიან პროცესზე წარმოდგენილი.
„თქვენ ხალხს ემსახურებით და არა ბიძინას, ეს იცოდეთ!“, – მიმართა გიგა მაქარაშვილმა მათ.
მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არიან მისულები.
ისინი 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებულ მოქალაქეებს უცხადებენ სოლიდარობას.
სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. სასამართლოში მისულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლებს სასამართლო სხდომაზე სურთ დასწრება, თუმცა მათ ჯერ ამის საშუალებას არ აძლევენ.