თბილისის მერი, კახა კალაძე მარგველაშვილის განცხადებას, რომ შესაძლოა სააკაშვილთან ითანამშრომლოს, ეხმიანება და ამბობს, რომ ,,პოლიტიკურ პლასტელინს”[გიორგი მარგველაშვილს] არ გაუჭირდება პარტიებთან მიკედლება.
,,რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მივესალმები ამას. პოლიტიკურ პლასტელინს [გიორგი მარგველაშვილი] არ მგონია, რამე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების, მათ შორის, სააკაშვილთანაც. ჩვენ მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- აცხადებს კალაძე.
გუშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ როცა საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას ეხება, მზად არის ელაპარაკოს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს. მისი თქმით, აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.