პოლონეთში მასწავლებლები გაიფიცნენ. პედაგოგები ხელფასების 30 პროცენტით გაზრდას ითხოვენ, მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე კი დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ათასობით სკოლა არ იმუშავებს.
პოლონეთში დაახლოებით 400 ათასი მასწავლებელია და მათი ხელფასი 929 ევროა, რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასზე ნაკლებად ითვლება.
უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი. 4 მილიონზე მეტი მოსწავლე სკოლებში არ დადის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სკოლის გამოცდების ჩაბარების საკითხიც.