პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა. 27 წლის ქართველი ამ დროისთვის ხერხემლის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა 19 ივლისს მოხდა.
როგორც გაირკვა ქართველი ახალგაზრდა პოლონეთში სამშენებლო ობიექტზე მუშის პოზიციაზე მუშაობდა. მისი ახლობლების განცხადებით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. 27 წლის მამაკაცის ოჯახი დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.