პორტუგალიაში საქართველოს მოქალაქეები ძარცვის ბრალდებით დააკავეს

პორტუგალიაში საქართველოს სამი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც ქვეყანაში 5 თვის წინ ჩავიდნენ, გრანი პორუს რეგიონში საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ.

ქურდობაში ეჭვმიტანილები პორტოს პოლიციამ დააკავა.