საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს, პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრას გამართავს.
აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრის თემა სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხები იქნება, ისინი იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.