ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში სიტყვა პრაიდის ეტიმოლოგია განმარტა და განაცხადა, რომ პრაიდი ქართულად არის სიამაყე.
“რაც შეეხებათ გაუნათლებელ „ლიბერასტრებს”, მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი „პრაიდი” არ ითარგმნება ღირსებად. „პრაიდი” ქართულად არის სიამაყე. ყველა ტრადიციულ კულტურაში და მით უმეტეს, ჭეშმარტი სარწმუნოების კულტურაში, სიამაყე არის ცოდვა და ცოდვით სიამაყე არის ცოდვის ცოდვა. რომ აიბურდეთ თქვე უბედურებო, თუ ღირსება გინდოდათ, „დიგნითი” უნდა დაგერქმიათ. ახლა თვითონ პრაიდს რაც შეეხება, თუ მაინცდამაინც მეტაფორები და ალეგორიები გინდათ თქვენ წიგნწაუკითხავებო, გეტყვით – ყველამ ვიცით, რომ „პრაიდი” არის ლომების ჯგუფი სავანაში, სადაც არის მამამთავარი, პატრიარქი ლომი და როდესაც „პრაიდს” ვინმე ესხმის თავს, ლომი გამოდის და იქ გიენები კი იწყებენ წკავწკავს და თავდასხმას, მაგრამ ამ წკმუტუნით გარბიან. თუ ლომი არ გამოდის, თუ ლომი ლომად არ ვარგა, მაშინ დედალი ლომები გლეჯენ ამას ნაკუწებად, რადგან არეულები არიან არ იციან, რა ქნან. პირველ რიგში პრაიდში იგლიჯება უვარგისი ლომი მამაკაცი. თუ არ დაგვანებებთ თავს, ნახევრად გამომცხვარი ვითომ კულტურული ალეგორიებით გეტყვით, რომ თუ ვინმე არის აქ პრაიდი, ეს არის ქართველი კაცების საზოგადოება და როგორც არაერთხელ გითხარით, ნუ გვაიძულებთ იმის გაკეთებას, რასაც შეგისრულებთ ხუთიანზე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ვასაძე შსს-ს მუშაობით კმაყოფილია, ბიზნესმენის თქმით, უწყებამ სიტყვა შესასრულა და თბილისი პრაიდის ჩატარება აღკვეთა.
მიმართვაში ვასაძემ დღეს მხარდამჭერებს მოუწოდა რომ კომბლები სხვენში შეაწყონ და შიშველი ხელებით გავიდნენ ლგბტ თემის წინააღმდეგ.