“პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, რადგან მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი”- მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა პოლიტმეტრში აცხადებს, რომ  მისი მისვლა პრაიდზე იქნებოდა ტყუილი  და მცდარი მესიჯი რადგან ის ამ ორიენტაციის არ არის. გარდა ამისა მან  თბილისი პრაიდსა და აგრესიულად განწყობილ ჯგუფებზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს თუ აღლუმი ვინმეს არ მოწონს მაშინ დაიცვან ლგბტ თემი და აღლუმის ჩატარება საჭირო  აღარ გახდება. 

“პრაიდში მისვლა არაა საჭირო, მაგრამ თუ შენ ხედავ, რომ ამ პრაიდს იცავს პოლიცია და ამ პოლიციას ვინმე ურტყამს, დაიცავი პოლიციელი და დადექი შუაშია. პრაიდში ჩემი მისვლა იქნებოდა ტყუილი, რადგან მე არ ვარ ამ ორიენტაციის ადამიანი. მე ვხედავ, რომ ისინი დასაცავები არიან, მაგრამ მე მათთაგანი არ ვარ. მე დავდგებოდი იმ პოლიციელის გვერდით, რომელიც იცავს პრაიდს და იქ დავინახავდი საქართველოს, ქრისტიანობისა და ადამისნი უფლებების დაცვას”, — ამბობს გიორგი მარგველაშვილი.