{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. პრემიერის თქმით, რიცხვი, ეს ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში – 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 8 679 544 ადამიანი.
“ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება და რას ნიშნავს ეს: პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება. ვიზიტორები საქართველოში ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავთ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.
ასევე საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ევროპაში მეორე ადგილზეა.
სწორედ ამიტომ, ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.
დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტურიზმის მიმართულებით, გახლავთ ეფექტური და მომავალშიც შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები და მოვემზადოთ ყველა, რომ 2019-ში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ვუმასპინძლოთ”,განაცხადა პრემიერმა.