9 აპრილის მემორიალთან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.
“მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ხსოვნის წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი ყოველთვის ერთგული დარჩება იმ იდეალების, რისთვისაც 30 წლის წინ გაერთიანდა ქართველი ერი. გაერთიანდა ძალიან ძლიერად და ამან მოგვიტანა ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენა,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
9 აპრილის ტრაგიკული დღიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი დემონსტრანტები საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.