პრემიერის გადაწყვეტილებით, “ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს

{{ARTICLEIMAGE}}

პრემიერის გადაწყვეტილებით, “ტამიფლუს“ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ newsreport.ge-ს პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, “ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.
მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას”.

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ:”დღეს დილიდან დავიწყეთ შესრულების მექანიზმების გაწერა და ვფიქრობ, რომ ხვალ დღის პირველი ნახევრიდან დავიწყებთ ამის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა მართლაც პრიორიტეტულია. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ეპიდემიოლოგიურად ამის საჭიროება არ იყო, ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვექნება საშუალება, დღესვე გავიაროთ ეს საკითხი, თუმცა ეს არის პირველი მონახაზი”.



“ტამიფლუ” საქართველოში გაიაფდა, რა ღირს პრეპარატი ევროკავშირსა და ამერიკაში