ავლაბრის რეზიდენციასთან, იქ სადაც ღონისძიება მიმდინარეობს პრემიერ გიორგი გახარიას მონაწილეობით, აქტივისტების აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს დიდი ბანერი წარწერით “აქ სისტემის დედაც”.
ბანერის გაშლისას პოლიციასთან იყო მცირე დაპირისპირება. სამართალდამცავები აქტივისტებს არ აძლევდნენ საშუალებას შესასვლელთან ახლოს დამდგარიყვნენ. აქციის მონაწილეების შეძახილებისა და სტვენის ფონზე შევიდა შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ღონისძიებაზე შესასვლელად უკანა შესასვლელით ისარგებლა გიორგი გახარიამ. მთავრობის წევრების გარდა ღონისძიებას ესწრება დიპლომატიური კორპუსიც.