“პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა” -ამის შესახებ პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ განაცხადა.
ქუთაისის შემოვლითი გზის დაკეტვას და არასწორად მოწყობილ ავტობანს სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობა პარტია „თავისუფალი საქართველოსთან“ ერთად აპროტესტებს.
მოსახლეობის თქმით, ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და მათ დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ.
წულაია ხელისუფლებისგან რეალურ ქმედებებს მოითხოვს.
„დღეს ჰქონდა კონფერენცია პრემიერ-მინისტრს და ინფრასტრუქტურის მინისტრს და იმნაირი ამბები მოყვეს, თავი ამერიკაში მეგონა. რეალობა არის ეს, რაც ახლა ამ წუთას აქ ხდება. მილიონობით ლარია გადაყრილი, 3-4 წელი დაკეტილია ეს გზა… გადაქცეულია ქუთაისი ჯოჯოხეთად… დაამთავრეთ უგუნურება და მართლა გააკეთეთ რაღაც,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.