მამუკა ბახტაძემ სათანადოდ ვერ გამოიყენა ტრიბუნა – ასე აფასებს, ქართული დელეგაციის წევრი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას.
კანდელაკის განცხადებით, პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას არ გაამახვილა ყურადღება ოკუპაციის თემაზე და არ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, რომ დევნილების და ოკუპირებული რეგიონების თემატიკა შეტანილი ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ.
“ვარ ძალიან იმედგაცრუებული იმით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გამოიყენა ეს მნიშვნელოვანი ტრიბუნა იმისთვის, რომ მოეწოდებინა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკა, დევნილების თემატიკა შეტანილ იქნას ევროკავშირის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ. პრემიერმა ასევე არ მოითხოვა, რომ იმიტომ რომ აქ პარლამენტარები არიან და პარლამენტარები ახდენენ საკუთარ ქვეყნებში საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებას მათშორის და პრემიერმა არ სთხოვა მათ რომ ევროპელი ლიდერები როდესაც ხვდებიან რუსეთის ლიდერებს რომ იქ დადგეს საქათველოს საკითხი,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.