მთავრობის ახალი დასამტკიცებელი შემადგენლობის მოსმენა დღეს ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებში მოუსმენენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის გამო, მთავრობის ახალი შემადგენლობის კანდიდატებთან შეხვედრას არ გეგმავდა, თუმცა მათ ბოიკოტი გადაიფიქრეს.”ნაციონალური მოძრაობის” სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
7 სექტემბერს კანდიდატებს „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.
8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.