პრეზიდენტ ზურაბიშვილს 5 იანვარს ზუგდიდში ელოდებიან

{{ARTICLEIMAGE}}
5 იანვარს ზუგდიდში, სკეიტპარკში “პრეზიდენტის ნაძვის ხე” გაიმართება – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, “აღნიშნული საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე იმართება, რომელიც საქართველოს რეგიონების გაძლიერებასა და ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეგიონების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს”.