პრეზიდენტ ზურაბიშვილს “ავლაბრის სასახლეში” მუზეუმის განთავსების იდეა მოსწონს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მოსწონს “ავლაბრის სასახლეში” საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის, ან სხვა მუზეუმის განთავსების იდეაც, თუმცა, ამისთვის საჭიროა შენობაში შესაბამისი სტანდარტების არსებობა.

პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობს ავლაბრის სასახლის მომავალი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით დაწყებულ კონსულტაციებში, თუმცა, პრეზიდენტსაც მიაჩნია, რომ კარგი იქნება შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება.