პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი – პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი უარყოფს, რომ მიუნხენში პრეზიდენტსა და სტუდენტებს შორის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
„ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა რომელიც გავრცელდა, პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული, ხაზს ვუსვამ, პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიაზიანება და არსად არ ისმის ის სიტყვა, რომელზეც საუბრობენ სიუჟეტებში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტების ნაწილი გუშინ გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგ აცხადებდა, რომ გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც კითხვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და ასევე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დაისვა.
შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა განაცხადა, რომ კრიტიკული კითხვების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მათ მეტი წიგნიერებისკენ მოუწოდა.