მოკლული დავით ოთხმეზურის მამამ, ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას “2020NEWS”-ი ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, იგი არ აპირებს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყლაბაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.
“ამ საკითხზე ინტერვიუს არ ვიძლევი, თუმცა ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უვარგისი ადამიანი და მეტის თქმას არ ვაპირებს“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე. ასლან ბეჟანიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა, 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2016 წლის მარტში დააკავეს.
პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა ორი ინსტაცნციის სასამართლომ ის გაამართლა. 2018 წლის 2 მარტს კი ბეჟანიძე კვლავ დააკავეს და იმავე წლის 29 მარტს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, მას განზრახ მკვლელობისთვის 9 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით განესაზღვრა.