პრეზიდენტი კალანდობას სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალანდობას გურიის რეგიონში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ჩხატარაშვილების ექვსშვილიან ოჯახში შეხვდა.

პრეზიდენტი ჩხატარაშვილების ოჯახში მეკვლედ მივიდა, საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. “მინდა სრულიად საქართველოს გურიიდან კალანდობა მივულოცო. მეკვლე სხვა დროს და სხვა ადგილასაც ვყოფილვარ, მაგრამ ამ დროს გურიაში პირველად ვარ. კალანდობა ერთ-ერთი იმ ტრადიციათაგანია, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და რაზედაც დღეს ვდგავართ. გურიას, ეს ძლიერი ტრადიცია აქვს. სხვა მხარეებს სხვა ტრადიციები აქვთ და მათი ერთიანობა ქმნის საქართველოს”. –თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად ჩხატარაშვილების ოჯახს კალანდობა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ მიულოცა.